ტექნიკური რეგლამენტი - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე

A+
A-

თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები" (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი).

მუხლი 2

ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა კლასის შენობა-ნაგებობაზე, გარდა:

ა) ინდივიდუალური ერთ ან ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებელი სახლებისა  და მათი დამხმარე ნაგებობების, ასევე მათთან დაკავშირებული ადგილებისა და საშუალებებისა;

ბ) II, III, IV, V კლასის აშენებული და მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა.

მუხლი 3

აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან იმ ვადებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მისაწვდომობის ეროვნული გეგმით. 

მუხლი 4

თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნის სრულად უზრუნველყოფა ტექნიკურად შეუძლებელია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებთან“ შესაბამისობისათვის, ამ შემთხვევაში მისაწვდომობა მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში.

მუხლი 5

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება.

მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან.