მნიშვნელოვანი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

მნიშვნელოვანი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

A+
A-

2020 წლის 8 ივნისიდან შიდა ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას იწყებს ხუთი მობილური ჯგუფი, რომელიც მომსახურებას გაგიწევთ უფასოდ, ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაგეხმარებათ გადაადგილებაში სხვადასხვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

ამასთან, პროფესიონალების გუნდი პერსონალური ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით, საჭიროებისამებრ, ბინაზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციასა და მომსახურებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მზრუნველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საჭიროებებთან დაკავშირებით:

  • ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება 
  • პერსონალური ასისტენტის დახმარება მობილობაში
  • ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების, აგრეთვე 
  • ექთნის ბინაზე ვიზიტი და კონსულტაცია
  • თქვენ მიერ შერჩეული სამედიცინო პერსონალის (ექიმის) ბინაზე ვიზიტისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა

დაგვიკავშირდით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე, ცხელი ხაზის ნომრებზე (ჩაწერა წინასწარ):

  •        შიდა ქართლი  591 225 598
  •        აჭარა              591 227 883
  •        გურია             591 227 336
  •        იმერეთი          591 228 839
  •        სამეგრელო       591 227 276

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის„ მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს" ფარგლებში.

პროექტის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.

 

 

 

სხვა რესურსები

  • საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი მთავრობას მიმართავს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისის აღნიშვნას