16-17 თებერვალს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის" თემაზე სემინარი ჩატარდა
16-17 თებერვალს, თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის" თემაზე სემინარი ჩაუტარდათ.
16 თებერვლის სემინარს აქტივისტი, ნატა ბუკია და იურისტი, დავით ბიბილეიშვილი უძღვებოდნენ. ტრენერებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების მოდელები, ტერმინები, სერვისები და ა.შ. განიხილეს. დრო დაეთმო სამოქალაქო აქტივიზმზე საუბარს და მისი მნიშვნელობის განხილვასაც.
17 თებერვლის სემინარი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას მიეძღვნა. შეხვედრა დავით ბიბილეიშვილი ჩაატარა. სულ, 2-დღიან სემინარს 30-მდე პირი დაესწრო.
შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".