23 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

A+
A-

23 დეკემბერს, ორგანიზაციების, "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობი სოციალური მომსახურებების განვითარების, ხარისხის მონიტორინგის და შეფასების მექანიზმის გაუმჯობესების ხელშეწყობის კომიტეტის" სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტის წევრების მიერ შემუშავდა რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით:

  • რა სახის სოციალური მომსახურებები ესაჭიროებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და სრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხოვრების ციკლის ეტაპების მიხედვით;
  • როგორ უნდა უპასუხოს სოციალურმა მომსახურებებმა ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, ინტერესებს, უფლებებს და დამოუკიდებელი ცხოვრებას;
  • როგორი უნდა იყოს სხვადასხვა მომსახურებებს შორის კოორდინაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის/სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესებიდან გამომდინარე;
  • რა საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს სოციალური მომსახურებების შინაარსი/ფორმატი;
  • რა სახის სირთულეების წინაშე დგანან სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები;
  • რა სახის ახალი მომსახურებები არის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების და სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

შეხვედრაში მონაწილეობა კომიტეტის 25-მდე წევრმა მიიღო, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს წარმოადგენენ. რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილეობა ონლაინ პლატფორმა "ზუმის" საშუალებით მიიღეს. 

სხდომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მაგული შაღაშვილი უძღვებოდა.

 

სხვა სიახლეები