ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ოზურგეთის, ლაგოდეხისა და თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

A+
A-

27-29 ივნისს, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ოზურგეთის, ლაგოდეხისა და თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე და თანამშრომელთა სწვალებისა და განვითარების ექსპერტი, ირინა ბრეგვაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრებზე ქსელის მისიაზე, მიზნებზე და ქსელური მუშაობის პრინციპებზე იმსჯელეს. მოხდა შეთანხმება ქსელის სტრუქტურასა და მმართველობის წესზე, ქცევის ეტიკეტზე. დაისახა მუშაობის 3 წლიანი სტრატეგია.

USAID-ის "დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა" ხორციელდება ორგანიზაციების "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და MAC Georgia-ს პარტნიორობით. 

პროგრამა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ხელს უწყობს ადგილობრივ მთავრობებთან დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას, საჯარო სერვისების გაუმჯობესებას და  მიღწეული შედეგების გავრცელებას მთელ ქვეყანაში.

 

 

 

სხვა სიახლეები