ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენერთა ტრენინგი (TOT) გაიმართა

A+
A-

4-6 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციების "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობით, ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენერთა ტრენინგი (TOT) გაიმართა. შეხვედრის თემა "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვეცია" იყო. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებმა. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო ადამიანის უფლებათა იურისტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური სამართლიანობის პროფესორი, ოლივერ ლიუისი.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია საპილოტე ტრენინგის ჩატარება და სხვა მოსამართლე ტრენერების გადამზადებაც.

აღნიშნული აქტივობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", ფარგლებში ტარდება, რომელსაც 2021 წლის 1 თებერვლიდან  პარტნიორი ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ახორცილებენ.

 

 

 

სხვა სიახლეები