დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!

A+
A-

თბილისი, 2013 წლის 25 ოქტომბერი. 15:00 საათზე კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ინიციატივით, გაიმართა აქცია დევიზით - „დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!“, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მეგობრები იღებდნენ.

აქციის პარალელურად ჩატარდა საინფორმაციო კაპანია "გაიგე უფრო მეტი შენს საარჩევნო უფლებებზე და დაიცავი შენი ხმა", რომელი დაგეგმილი იყო პროექტ "შშმ პირთა ჩართლობა არჩევნების პროცეში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის "ვესტმინსტერის ფონდის" მხარდაჭერით. ასევე, შეგროვდა ხელმოწერები საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვის.

მიუხედავად იმ პრობლემისა, რასაც გადაადგილების დროს აწყდებიან ეტლით მოსარგებლე პირები, ისინი მაინც საარჩევნო უბანზე მისვლით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საზოგადოებასაც მოუწოდებენ იყვნენ მოქალქეობრივად აქტიურები. აქციაზე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.

ღონისძიება იმართებოდა პროექტების - „შშმ პირთა საარჩევნო უფლებების დაცვისა“ (დონორი: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შშმ ადამიანებისთვის“ (დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) ფარგლებში.

 

სხვა სიახლეები

ვიდეორგოლი არჩევნებისთვის

ტრენინგი ტრენერებისთვის