ერევანში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა

A+
A-

25-26 აპრილს ერევანში რეგიონალური კონფერენცია "ბარიერების გარეშე სამყაროსკენ:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური სოციალური დაცვის განხორციელების დაჩქარება" გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა, როგორც კავკასიის ასევე, მსოფლიო დონის ექსპერტებმა მიიღეს.

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკის (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაერო მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით გაიმართა. 

კონფერენცია წარმოადგენდა ერთგვარ რეგიონალურ პლატფორმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური სოციალურ დაცვის, მათ შორის, სოციალური სერვისების, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემეტაციის აუცილებელ კომპონენტის განსახილველად.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარის, გიორგი ძნელაძის გამოსვლა დამხმარე საშუალებების მოსაწვდომობას, შეფასების სისტემის ცვლილებებს და სამედიცინოდან სოციალურ სისტემაზე გადასვლის მექნიზმებზე მსჯელობას დაეთმო. 

2-დღიან შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ეფექტური მომსახურების პაკეტების შემუშავებაზე, სექტორთაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიწოდებისას დიგიტალიზაციის უპირატესობებსა და რისკებზე იმსჯელეს.

სხვა სიახლეები