ფოტო გამოფენა – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“

A+
A-

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს საქართველოში, ეხპო ჯორჯიაში (3–ე პავილიონი) გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე – აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ფოტოკონკურსში გამარჯვებული და პროექტის – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიებების ამსახველი 70 ფოტოსურათი.

ფოტო–გამოფენის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამოუკიდებელი ცხოვრების პოპულარიზაცია და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის მოტივაციის გაძლიერების ხელშეწყობა იყო.

გამოფენის ბოლოს ორგანიზატორებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და  მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადასცეს იმ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში.

კერძოდ, კომპანიებს: „ბილაინი“, „ჯეოსელი“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, „თეგეტა მოტორსი“, „აჭარაბეთი“, „გალფი“, „ავერსი“, „ბარამბო“, „ბაგრატიონი 1882“, „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია“, „სოკარი ქართლი გაზი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „სანდორა“, „რედბული“ და TAV GEORGIA.

ჟურნალისტებს: ნანუკა ჟორჟოლიანს, მაია ასათიანს, ნინო ქაჯაიას, ნანიკო ხაზარეძეს, ლანა ბერიძეს, ელენე ცინცაძეს, ია დანელიას, დავით მესხიშვილს, სალომე ქოქიაშვილს, ლიკა ქორქიას, ანი ქორქიას, თიკო სადუნიშვილს, ლაშა დვალიშვილს და დავით მინაშვილს. მომღერლებს: სოფო ბედიას, გიორგი სუხიტაშვილს, ოთო ნემსაძეს, თეატრალურ კვარტეტს, ბორის ბედიას, რომა რცხილაძეს, დათუნა სირბილაძეს.

მსახიობებს: გიორგი ყიფშიძეს და დუტა სხირტლაძეს. იუმორისტებს: ნიკა არაბიძეს და ვასილ ფხაკაძეს. ფოტოგრაფს: გოგა ჩანადირს, სტუდენტებს: თიკო ცოცხალაშვილს და თორნიკე ჩარგელიშვილს. ასევე, ბესო ჩიხრაძეს, ბაკური დავითაიას, მაკო მეტრეველს, გოგი ჩაჩანიძეს, მამუკა ქაცარავას, მერაბ ჩიქობავას, დავით ქაცარავას, მაკო ჯაოშვილს და დავით ნებიერიძეს.

ფოტო გამოფენის ორგანიზატორები: მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“, „სპორტი ყველასათვის“ და ჟურნალისტთა გაერთიანება „გელათი“. პარტნიორი: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.

პროექტის შესახებ: პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ახორციელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლის მიზანია: საზოგადოებაში ინვალიდობის თემის პოულარიზაცია, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების ჩვენების გზით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს უკვე გაიმართა შემდეგი სპორტული აქტივობები: ტურნირი ბოულინგში, წყვილთა ავტორბოლა და თბილისის ღია პირველობა მშვილდოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა 82–მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ჯომარდობის, აფროსნობის, პარაპლანინგის, წყლის ეტლი–თხილამურებით შეჯიბრის,  ბილიარდისა და სპორტული ცეკვების კონკურსის ჩატარება, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

სხვა სიახლეები

გარემო და საზოგადოების ცნობიერება, როგორც ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ტ.მ. საბერძნეთის წინააღმდეგ