ლაგოდეხსა და ყვარელში შეხვედრები გაიმართა

A+
A-

19 დეკემბერს ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლებმა ლაგოდეხსა და ყვარელში შეხვედრები გამართეს.

ლაგოდეხში ჩატარებულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მშობლები დაესწრნენ. საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და მუნიციპალიტეტების როლს კონვენციის იმპლემენტაციის საქმეში. კოალიციის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები განიხილა.

ყვარელში შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან, გივი ზაუტაშვილთან შედგა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერს პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" შესახებ გააცნეს ინფორმაცია. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას. მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობებზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე.

შეხვედრები პროექტის - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური

ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.

 

 

სხვა სიახლეები