ნატა ბუკიამ და ნიკა დონჯაშვილმა გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს

A+
A-

5 ივლისს, ტრენერებმა ნატა ბუკიამ და ნიკა დონჯაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს.

გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები და შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის საბაზისო საკითხებს, არსებულ ბარიერებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა

შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

 

 

 

სხვა სიახლეები