რუსთავში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა

A+
A-

10 აპრილს, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” წარმომადგენლები პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში რუსთავში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეხვდნენ.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სოციალური დახმარების სიმწირეზე, რუსთავი-თბილისის ტრანსპორტში შეღავათების დაწესებაზე, პერსონალური ასისტენტის სერვისზე, დასასვენებელი ვაუჩერის და რეაბილიტაციის სერვისების საჭიროებაზე ისაუბრეს.

 

რაც შეეხება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს, მათ სტატისტიკური ინფორმაციის გაზიარების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, რათა კანონისა და კონვენციის იმპლემენტაცია მოხდეს. ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც.

 

პროექტის პარტნიორები "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" არიან.

 

 

 

 

სხვა სიახლეები