საქართველოში 2013 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა

A+
A-

       გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა :

კოალიცია დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადებას. ჩვენმა კოალიციამ, ჯერ კიდევ, 2011 წლის 3 დეკემბერს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს - საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობას მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რაც შშმ პირთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად და სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნიდა.

ამიტომ კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწერბოდნენ (3012 წლის 30 ნოემბერი), ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, რამაც განვითარება  2012 წლის 28 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრთან არსებული შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ჰპოვა და მოთხოვნა შემდეგი რეაგირებისთვის საქართველოს პერზიდენტს გადაეგზავნა.

ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ინციატივა შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოხსნის, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით მან პროცესებზე დადებით გავლენა აუცილებლად უნდა მოახდინოს. ამისთვის საჭიროა, სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდეს, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ყველაზე დონეზე, შშმ პირთა ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მიღება იქნება პირველი წარმატება  საერთო საქმისთვის. მოვუწოდებთ ყველას - ვიყოთ სოლიდარული ერთმანეთის უფლებებისთვის - საკუთარი უფლებების დაცვაც მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი. 

 

2013 წლის 11 მარტი.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

სხვა სიახლეები

გარემო და საზოგადოების ცნობიერება, როგორც ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ტ.მ. საბერძნეთის წინააღმდეგ