საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მსვლელობა გაიმართა

A+
A-

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, 2022 წლის 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მსვლელობა გაიმართა. 

მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერებმა მიიღეს. აქტოვობის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული  სტერეოტიპების რღვევა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პროექტი, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდა. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით.

 

სხვა სიახლეები