შეხვედრა კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

A+
A-

19 ნოემბერს, თელავში ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" კახეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფთან ერთად, კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან  შეხვედრა ჩაატარა. სემინარს თელავის ახლადარჩეული მერი, ლევან ანდრიაშვილიც დაესწრო. 

სემინარები შეზღუდული შესაძლებლობის თემას, რეგიონში არსებულ სერვისებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებთან ჩატარებული სემინარის დროს დასახელებული პრობლემების განხილვას დაეთმო. 

შეხვედრები ევროკავშირის პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“, ფარგლებში გაიმართა.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

სხვა სიახლეები