შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში
25 აპრილს "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წევრები კასპის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, დალი დავითაშვილს და მერის მოადგილეს, ზურაბ კოპაძეს შეხვდნენ.
საუბრის ძირითადი თემა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება იყო.
შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური
ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.