სემინარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან

A+
A-

18 ნოემბერს ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ კახეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან ჩაატარა შეხვედრა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ჩატარებულ სემინარზე ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის განმარტებას, მიდგომებს, უნივერსალურ დიზაინსა და გონივრულ მისადაგებას.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებთან ჩატარებულ შეხვედრას, სემინარის მონაწილეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემები გამოკვეთეს.

შეხვედრები ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის", ფარგლებში გაიმართა.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

სხვა სიახლეები