შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა

A+
A-

2011 წლის 1 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უფლებათადამცველებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შეგახსენებთ რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 2009 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, გახდა შესაძლებელი და მასში პრემიერთან ერთად შვიდი მინისტრი, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათადამცველი და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ თოიძე და მისი მოადგილე მაგდა ანიკაშვილი შევიდნენ.

 

 

სხვა სიახლეები

გარემო და საზოგადოების ცნობიერება, როგორც ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ტ.მ. საბერძნეთის წინააღმდეგ