ტრენერებმა ნატა ბუკიამ და მაგდა ბეჟანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს

A+
A-

15 ივნისს, ტრენერებმა ნატა ბუკიამ და მაგდა ბეჟანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის საბაზისო საკითხებს, არსებულ ბარიერებს და მათ გადაჭრის გზებს შეეხებოდა.

შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური

ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.

 

 

სხვა სიახლეები