ყვარელში, ახმეტასა და გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრები გაიმართა

A+
A-

23-24 მაისს, ყვარელში, ახმეტასა და გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, თემატური შეხვედრები გაიმართა.

კოალიციის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" გააცნო და შეხვედრის მიზანი განუმარტა.

მსჯელობის შედეგად, შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებში არსებული ბარიერები გამოკვეთეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას უშლის ხელს.

ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის დაფინანსებულ ერთობლივ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" 27 იანვრიდან ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების პერიოდული თემატური შეხვედრები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე, რათა გამოიკვეთოს ხარვეზები ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტებში და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები ცვლილებების ადვოკატირებისთვის.

 

 

სხვა სიახლეები