ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის
პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 ივნისი 2015 - 15 დეკემბერი 2015
დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
მიზანი: ახალგაზრდა ამომრჩევლის როლის გაზრდა ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებაში
სამიზნე რეგიონები: თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, იმერეთი და აჭარა
პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:
ამოცანა 1: ახალგაზრდების ინტერესებსა და ინფორმირებულობის ხარისხზე დაფუძნებული მოდულის შექმნა სემინარებისათვის;
ამოცანა 2: ინტეგრირებული (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე) ახალგაზრდული ჯგუფების მომზადება თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში;
ამოცანა 3: არჩევნების მნიშვნელობასთან და ამ პროცესში ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანიის ორგანიზება თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ჩაატარებს ფოკუს-ჯგუფს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან და პირველი კურსის სტუდენტებთან, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ამ პროექტში ჩართვა იმოქმედებს მოსწავლეთა აქტიურობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებასა და ინკლუზიური გარემოს შექმნის პროცესებში მათ ფასდაუდებელ როლზე და ფუნქციაზე.
სხვა რესურსები
-
თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
-
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კარდაკარ აღრიცხვა არჩევნებში მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჭიროებათა დადგენის მიზნით
-
მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით