მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით
პროექტს „მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით" ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. პარტნიორი: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა და მათი გააქტიურება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად.
პროექტის ამოცანები:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინვალიდობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უფლებებზე და საჭიროებებზე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის ინფორმირება უფლებებისა და საარჩევვნო პროცედურების, აგრეთვე, არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ და საარჩევნო კულტურის გაზრდის ხელშეწყობა;
საარჩევნო უბნებზე ინვალიდობის მქონე პირთა დამოუკიდებლად მონაწილეობის მხარდაჭერა;
არჩვნებში მონაწილეობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაღალი მოტივაციის ჩვენების გზით, საზოგადოების მოტივაციის გაზრდა;
არასამთავრობო სექტორის გაძლიერება შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ;
მედიის როლის გაძლიერება შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი არჩევნების უზრუნველყოფასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
აქტივობები:
პროექტის ფარგლებში გაიმართება 8 სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთან და 8 სმენადაქვეითებულთა თემთან შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, მარნეული, ახალციხე, ხაშური, ბორჯომი;
სემინარი ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თბილისში;
მოხდება სასწავლო ვიდეო რგოლის გადაღება საარჩევნო კომისიის წევრებისათვის;
8 საინფორმაციო შეხვედრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან;
ადვოკატირების კამპანია „ხელმისაწვდომი არჩევანი – დამოუკიდებელი პიროვნება“ 8 სამიზნე ქალაქში.