ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში

A+
A-

პროექტის სახელწოდება: ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 01 სექტემბერი, 2017 – 30 სექტემბერი, 2021

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ფიზიკური რეაბილიტაციის 4-წლიან პროექტს საქართველოში ახორციელებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა (აშშ) და პარტნიორები, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის (PfID), USAID-ის მხარდაჭერით.

მიზანი: ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობა და დამხმარე ტექნოლოგიებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების გაძლიერება.

სამიზნე რეგიონები: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა

პროექტის ამოცანები და ღონისძიებები: 

პროექტის ძირითადი მიზნებია:

1. ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტების გაძლიერება;

2. ფიზიკური რეაბილიტაციისა დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული სერვისები და გადასამისამართების მექანიზმების გაუმჯობესება; და 

3. ფიზიკური რეაბილიტაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება

წინასწარ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

1. ეტლის სერვისის ტრენინგი

2. დამოუკიდებელი ცხოვრების ბანაკი

3. მხარდაჭერის, საკონსულტაციო და რეფერალური ცენტრების შექმნა

4. ადგილობრივი სისტემების გაძლიერება, რომლებიც ხელს უწყობენ ეტლის ადგილობრივ წარმოებას და შენარჩუნებას/შეკეთებას საქართველოში

5. სამთავრობო სტრუქტურებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვით სამუშაო პლატფორმების შექმნა სერვისებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვისა და გაუმჯობესების მიზნით