სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის
A+
A-
პროექტის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის
დონორი: ევროკავშირი
ხანგრძლივობა: 29 თვე
სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო
პარტნიორები: "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights)
პროექტის მიზანი და ამოცანები:
- შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;
- ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შეფასება და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, მათ შორის ქალების, ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული და ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე.