შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება

A+
A-

პროექტის დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება

 

ხანგრძლივობა: 29 თვე

 

სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი (მოიცავს ოთხ მუნიციპალიტეტს), ქვემო ქართლი (შვიდი მუნიციპალიტეტი), კახეთი (რვა მუნიციპალიტეტი) და სამცხე-ჯავახეთი (ექვსი მუნიციპალიტეტი).

 

პარტნიორები: "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights) და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (Coalition for Independent Living).

 

პროექტის მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ DPO-ებს, რათა მათ ეფექტური ადვოკატირება გაუწიონ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანაბარი მოპყრობის შესახებ დებულებებს და მხარი დაუჭირონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.