შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს

A+
A-

პროექტის სახელწოდება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს

პროექტის ხანგრძლივობა: 28 მაისი, 2020 – 28 იანვარი, 2021

დონორი: ევროკავშირი

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დახმარების ნაწილს. პროექტის მიზანია უპასუხოს პანდემიის გამოწვევებს და დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. პროექტი მუშაობს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ინდივიდუალურ მხარდაჭერას და სასიცოცხლო სერვისებს თავაზობს პანდემიის პერიოდში. 

პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფები მყისიერად პასუხობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ თხოვნებს, რომელთა აღრრიცხვა ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება. ისინი ბენეფიციარებს ისეთ მხარდაჭერას უწევენ, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ბინაზე ვიზიტები, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში იქნება ონლაინ საინფორმაციო რესურსი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ COVID-19 დაკავშირებული, ამ ჯუგფისთვის სპეციფიკური ინფორმაციის მიღება. მზადდება მრავალფეროვანი მასალები, რომელიც მოიცავს საკუთარი თავის მოვლას, პრაქტიკულ რჩევებს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და სხვა.  

მიზანი: გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე რისკისა და განსაკუთრებული სიტუაციების დროს

სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია

პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:

ინდივიდუალური მხარდაჭერისა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა Covid-19-ით გამოწვეული ბარიერების დასაძლევად აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ღონისძიებები:

- აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში ინდივიდუალური მობილური მხარდაჭერის 5 ჯგუფის შექმნა (მობილობის ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით).

- პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება, მათი პირველადი საჭიროებების შესაბამისად. 

- Covid-19-სა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, კონკრეტულად კი თვითმოვლის, დამოუკიდებელ ცხოვრების, ნაწოლების და სხვა საკითხების ირგვლივ საინფორმაციო მასალების მომზადება ქართულ ენაზე, ტექსტობრივ და მულტიმედია ფორმატებში.

- შეზღუდული შესაძლებლობის ონლაინ რესურს გვერდის შექმნა, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მასალები შეზღუდულ შესაძლებლობასა და Covid-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.