კომიტეტის მიერ განხორციელებული მოკვლევა ესპანეთის შესახებ, მე-6 მუხლის თანახმად
მე-17 სესიაზე (CRPD/C/17/2), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც შეეხება კონვენციით და მისი ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებულ აქტივობებს, და რომელიც საჭიროებს კომიტეტის მიერ განხილვას და დამტკიცებას, უნდა ითარგმნოს კომიტეტის სამუშაო ენებზე. მოკვლევის პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, კომიტეტის ანგარიშს, არეგულირებს ფაკულტატური ოქმის მე-6 და მე-7 მუხლები და კომიტეტის რეგლამენტის 89-ე წესი.
წინამდებარე მოკვლევა შეისწავლის მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის 24-ე მუხლის (განათლების უფლების შესახებ) მძიმე ან სისტემატური დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს, კერძოდ: ძირითადი (მეინსტრიმული) საგანმანათლებლო სისტემიდან შშმ პირთა სავარაუდო სტრუქტურულ გარიცხვას და სეგრეგაციას, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, 2011 წლიდან (როდესაც განხილული იქნა მონაწილე სახელმწიფოს პირველადი ანგარიში) წინამდებარე ანგარიშის დამტკიცების თარიღამდე.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.