კომიტეტის მიერ განხორციელებული მოკვლევა უნგრეთის შესახებ

A+
A-

2017 წლის 14 ივნისს, კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-6 მუხლის თანახმად, კომიტეტმა მიიღო სანდო ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს უნგრეთის მიერ შშმ პირთა უფლებების მძიმე და სისტემატურ დარღვევებთან დაკავშირებით.

 

ინფორმაციის წყარო აცხადებდა, რომ: 

(a) ბევრ შშმ პირს კანონსა და პრაქტიკაში წართმეული ჰქონდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება; 

(b) უნგრეთი აგრძელებდა დიდი ოდენობით რესურსების, მათ შორის, ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდებიდან მიღებული სახსრების ინვესტირებას შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის გაფართოებაში, მათ შორის, იმ სტრატეგიის საშუალებით, რომელიც შეეხებოდა შშმ პირთა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან მცირე ზომის ინსტიტუციებში გადაყვანას, რაც ხელს უშლიდა მათ ინკლუზიას საზოგადოებაში; 

 

(c) შშმ პირთა მეურვეობაში განთავსებისა და ინსტიტუციონალიზაციის უწყვეტი პროცესი წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას; 

(d) ზემოაღნიშნული სავარაუდო დარღვევების მასშტაბი, ბუნება, გავლენა და ორგანიზებული ხასიათი წარმოადგენდა კონვენციის მძიმე და სისტემატურ დარღვევებს. 

უნგრეთმა კონვენციისა და მისი ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა 2007 წლის 20 ივლისს. 

 

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.