კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ფიონა გივენი ავსტრალიის წინააღმდეგ
შეტყობინების ავტორია ფიონა გივენი, ავსტრალიის მოქალაქე, დაბადებული 1978 წელს. იგი აცხადებს, რომ სახელმწიფო მხარემ მის წინააღმდეგ დაარღვია კონვენციის 29 მუხლის (a) (i), (iii) და (iii) ქვეპუნქტები, წაკითხული ცალკე და მე-4 მუხლის (1) (a), (b), (d), (e) და (g) ქვეპუნქტებთან, მე-5 მუხლის (2) და (3) პუნქტებთან და მე-9 მუხლთან ერთობლიობაში. კონვენციის ფაკულტატური ოქმი სახელმწიფო მხარის მიმართ ძალაში შევიდა 2009 წლის 19 სექტემბერს. შეტყობინების ავტორის ინტერესებს იცავს მისი ადვოკატი, ფილიპ ფრენჩი.
შეტყობინების ავტორს აქვს ცერებრული დამბლა, რის გამოც მას შეზღუდული აქვს კუნთების კონტროლის, ხელების გამოყენების და მეტყველების უნარები. იგი მობილობისთვის იყენებს ელექტრო სავარძელს, ხოლო კომუნიკაციისთვის კი მეტყველების სინთეზატორს.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.