კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე იულია დომინა და მაქს ბენდტსენი დანიის წინააღმდეგ
შეტყობინების ავტორები არიან იულია დომინა, უკრაინის მოქალაქე და მაქს ბენდტსენი, დანიის მოქალაქე, ორივე 1989 წელს დაბადებული. ისინი არიან დაქორწინებული და ჰყავთ ვაჟი, დაბადებული 2015 წელს. ბატონ ბენდტსენს 2009 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტვინის დაზიანება აქვს. მონაწილე სახელმწიფომ უარყო ავტორის განცხადება სახელმწიფო მხარეში ოჯახის გაერთიანებისა და ქალბატონ დომინასთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. ავტორები აცხადებენ, რომ ოჯახის გაერთიანების შესახებ მათი განცხადების უარყოფა, კონვენციის მე-5 და 23-ე მუხლების თანახმად, არღვევს მათ უფლებებს. ფაკულტატური ოქმი სახელმწიფო მხარეში ძალაში შევიდა 2014 წლის 23 ოქტომბერს. ავტორების წარმომადგენელი არის ადვოკატი.
2017 წლის 9 იანვარს ახალი კომინიკაციებისა და დროებითი ზომების საკიხებში სპეციალურმა მომხსენებელმა, რომელიც მოქმედებდა კომიტეტის სახელით, ფაკულტატური ოქმის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ამოქმედებულიყო დროებითი ზომები და სახელმწიფო მხარეს არ მოეხდინა ქალბატონი დომინას დეპორტაცია უკრაინაში იმ დრომდე, სანამ ავტორების საქმის განხილვა კომიტეტის მიერ არ დასრულდებოდა. 2017 წლის 11 იანვარს საიმიგრაციო სააპელაციო საბჭომ შეაჩერა ქალბატონი დომინას სახელმწიფო მხარიდან გასვლის ვადა შემდგომ შეტყობინებამდე.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.