კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მაკაროვები ლიეტუვის წინააღმდეგ

A+
A-

განმცხადებელი არის ლიეტუვის მოქალაქე ბორის მაკაროვი, რომელიც საჩივარს წარადგენს თავისი გარდაცვლილი მეუღლის, ასევე ლიეტუვის მოქალაქის გლაფირა მაკაროვას სახელით. განმცხადებელი აცხადებს, რომ ლიეტუვამ დაარღვია მისი მეუღლის უფლებები კონვენციის მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებთან მიმართებაში. ლიტვის მიმართ ფაკულტატური ოქმი ამოქმედდა 2010 წლის 18 სექტემბერს. განმცხადებელი წარმოდგენილი არ არის ადვოკატის მიერ.

განმცხადებელი აცხადებს, რომ 2005 წლის 12 ივნისს, ვ.მ.-ს მიერ გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზარალდა მისი მეუღლე.  შედეგად, განმცხადებლის მეუღლემ, გლაფირა მაკაროვამ მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, მათ შორის თავის დაზიანება. 2006 წლის 9 იანვარს, სამთავრობო სამედიცინო კომისიამ ქ-ნ მაკაროვას დაუდგინა შესაძლებლობის 60%-იანი შეზღუდვა. შესაბამისად, მას ასევე აწუხებდა თავის ტკივილები. განმცხადებლის თანახმად, მეუღლის შესაძლებლობის შეზღუდვა, თავის ტკივილები და მეხსიერებისა და უნარის დაკარგვა იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული თავის დაზიანების პირდაპირი შედეგი. 

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.