კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მარია სიმონა ბელინი იტალიის წინააღმდეგ

A+
A-

შეტყობინების ავტორია ქალბატონი მარია სიმონა ბელინი, იტალიის მოქალაქე, დაბადებული 1957 წელს. იგი მისი შვილის, ქალბატონი ლეტიცია კოსტანცოს (დაბადებული 1988 წელს) და პარტნიორის, ბატონი სალვატორე ლენტინის (დაბადებული 1956 წელს) მომვლელი ოჯახის წევრია. ორივე მათგანი იტალიის მოქალაქე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ავტორი შეტყობინებას წარადგენს საკუთრი სახელით და თავისი შვილისა და პარტნიორის სახელით.

იგი ამტკიცებს, რომ იტალიის სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს სამართლებრივ სტატუსსა და დაცვას მომვლელი ოჯახის წევრებისთვის, რაც კონვენციის 5, 8, 12, 16, 19, 23, 25 და 28 მუხლების დარღვევაა. სახელმწიფო მხარის მიმართ ფაკულტატური ოქმი ძალაში შევიდა 2009 წლის 14 ივნისს. ავტორს წარმოადგენს ადვოკატი. 

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.