კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მუნირ ალ ადამი საუდის არაბეთის წინააღმდეგ
შეტყობინების ავტორი მუნირ ალ ადამია, საუდის არაბეთის 23 წლის მოქალაქე. ბავშვობაში ტრავმის შედეგად, მუნირმა მარჯვენა ყურში სმენის მცირე დაქვეითება მიიღო. ის ამტკიცებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას, საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა აწამეს 1, სახელმწიფო მხარის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს მიღებული ტრავმის მკურნალობაზე და შედეგად, მან მარჯვენა ყურში სმენა მთლიანად დაკარგა. ის აცხადებს, რომ სახელმწიფო მხარემ დაარღვია მისი უფლებები კონვენციის მე-4, მე-13 (1),
მე-15 (1), მე-16 (1) და (4) და 25-ე (b) მუხლების შესაბამისად 2. ამჟამად, ავტორი პატიმრობაშია დაწესებულებაში "ალ დამამის გამოძიების გენერალური დირექტორატი". საუდის არაბეთში ფაკულტატური ოქმი ძალაში 2008 წლის 24 ივნისს შევიდა. ავტორს ადვოკატი წარმოადგენს.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.