კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე Y ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის წინააღმდეგ

A+
A-

მომჩივანი დაიბადა 1999 წელს. ის არის ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის გეიტას რეგიონის სოფელ ნიარუგუგუნადან. მას და მის ძმას, ორივეს ალბინიზმი აქვს. შედეგად, მათმა ოჯახმა ისინი მიატოვა. ამჟამად მათზე ზრუნავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) Under the Same Sun2 [იმავე მზის ქვეშ].

2.2 2008 წელს, ალბინიზმის მქონე ადამიანების მიმართ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის ესკალაციის გამო, მომჩივანს და მის ძმას ეშინოდათ, რომ მათ სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. ამის გამო, მათ შეწყიტეს ნინგვჰალეს სკოლაში სწავლა, რადგან სკოლა სახლიდან რამდენიმე მილით იყო დაშორებული და იქამდე მისასვლელად მათ სქელ ბუჩქებში დიდი გზის გავლა უწევდათ, სადაც ისინი ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყვნენ თავდასხმის მსხვერპლნი.

2.3 2010 წლის ერთ-ერთ დღეს (თარიღი არ არის დაკონკრეტებული), როდესაც მომჩივანი მხოლოდ 11 წლის იყო, მეზობელმა მას თავი იძულებით გაპარსა. სახელმწიფო მხარემ ვერ შეძლო ამ საქმის გამოძიება და მეზობელი ამისთვის არასდროს გასამართლებულა.

2.4 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც მომჩივანი 12 წლის იყო, მას გეიტას რეგიონში თავს დაესხა მამაკაცი მაჩეტეთი, რის გამოც მან დაკარა მარჯვენა ხელის სამი თითი. თავდამსხმელმა ასევე, მაჩეტეთი გაუტეხა მომჩივანს მარცხენა მხარი, რის გამოც ის ვეღარ იყენებს მარჯვენა ხელს და მარცხენა მხარს. მომჩივანმა თავდამსხმელისგან თავი გენიტალიებზე კბენის შედეგად დაიხსნა, რა დროსაც მომჩივანი, დაზიანებული, მისივე სახლის წინ იმყოფებოდა. სახელმწიფომ მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწია, მათ შორის, არც რეაბილიტაცია. მოგვიანებით, 2012 წელს, Under the Same Sun-მა დააბრუნა მომჩივანი სკოლაში. თუმცა, იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში მას ფორმალურ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, მას სწავლა გაუჭირდა და დღემდე არ იცის სრულყოფილად წერა-კითხვა.

 

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.