მუხლი 26 - განმარტებითი ინდიკატორები აბილიტაციის და რეაბილიტაციის შესახებ
გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეციის" 26 მუხლი აბილიტაცია და რეაბილიტაციას ეხება. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ პასუხისმგებლობას მიიღონ ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა და გამოყენების შესაძლებლობა.
აღნიშნული მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ, აძლერებენ და განავრცობენ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს, კერძოდ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში იმგვარად, რომ აღნიშნული სამსახურები და პროგრამები:
ა. განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინურ შეფასებას;
ბ. ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას, არის ნებაყოფლობითი და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში, მათ შორის სოფლად;
2. მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებაში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პირველად და შემდგომ განათლებას;
3. მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი, სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მიზნით შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობას, შესწავლასა და გამოყენებას.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.