მუხლი 33 - ეროვნულ დონეზე კონვენციის განხორციელების და მონიტორინგის განმარტებითი ინდიკატორები
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეცია“ (UNCRPD), 33-ე მუხლი.
UNCRPD-ის 33-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, მათი მმართველობის სისტემის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციის შიგნით ასახელებენ ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო უწყებას, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილე სახელმწიფოები მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისთვის აუცილებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ ან რამდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.