ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ N3
წინამდებარე ზოგადი კომენტარი მოამზადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა, თავისი რეგლამენტის 47-ე წესის შესაბამისად. ამ წესის თანახმად, კომიტეტს შეუძლია კონვენციის სხვადასხვა მუხლსა და დებულებაზე ზოგადი კომენტარების მომზადება წევრი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ შეასრულონ ანგარიშგების ვალდებულება სამუშაო მეთოდების 54-57 პუნქტების შესაბამისად.
არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ცხოვრების უმეტეს სფეროებში წინააღმდეგობებს აწყდებიან. ეს ქმნის ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის მრავალმხრივ და ინტერსექციურ ფორმებს, კერძოდ, ისეთ ასპექტებთან მიმართებით, როგორიცაა: განათლება, ეკონომიკური შესაძლებლობები, სოციალური ინტერაქცია, მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომა და სამართლის სუბიექტად აღიარება;1 ასევე, პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა და საკუთარი ცხოვრების კონტროლი სხვადასხვა კონტექსტში (მაგ.: ჯანდაცვა, რაც მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს; არჩევანი, თუ სად და ვისთან ერთად სურთ ცხოვრება).