ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ N5
ისტორიულად, შშმ პირებს არ შეეძლოთ პირადი და ინდივიდუალური არჩევანის გაკეთება და ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი. ბევრი ადამიანი მიიჩნეოდა მათ მიერ შერჩეულ თემებში დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევათა არმქონედ. მხარდაჭერა მიბმულია კონკრეტულ საცხოვრებელ პირობებზე და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ზოგჯერ არ არის მოწყობილი უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. ნაცვლად იმისა, რომ შემუშავდეს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობები, რესურსების ინვესტირება ხდება დაწესებულებებში. ამ ყველაფერმა, შედეგად, გამოიწვია მათი მიტოვებულობა, ოჯახზე დამოკიდებულება, ინსტიტუციონალიზაცია, იზოლაცია და სეგრეგაცია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია აღიარებს ყველა შშმ პირის თანასწორუფლებიანობას, რომ იცხოვრონ დამოუკიდებლად, ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჰქონდეთ არჩევანისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის უფლება. მუხლს საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებათა უმთავრესი პრინციპი, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი ღირსებითა და უფლებებით და ყველას სიცოცხლეს აქვს თანაბარი ღირებულება.