შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია არაფორმალური განათლების სფეროში

A+
A-

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჯერ კიდევ უამრავ ბარიერსა და სირთულეს აწყდებიან, რაც მათი არაერთი უფლების დარღვევას იწვევს. ეს ყოველივე კი, საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ არსებული სტერეოტიპების, სტიგმებისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონითაა გამოწვეული.

ერთ-ერთი სფერო, სადაც შშმ პირთა უფლებები ხშირად ირღვევა, არაფორმალური განათლების  სფეროა, რადგან ის ფორმალური განათლების (სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლება), ანუ, სახელმწიფოს  რეგულირების მიღმაა (არ არსებობს არაფორმალური განათლების მიწოდების სტანდარტები ან/და სხვა სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები). შესაბამისად, "თვითნებობის" და შშმ პირებისთვის მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევებზე, განათლების სისტემა რეაგირებას არ ახდენს. წლებია პრობლემა სისტემურ დონეზე არსებობს თუმცა, ვერ გვარდება.

 

სრული დოკუმენტი იხილეთ მიბმული ფაილის სახით

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

სხვა სიახლეები