საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ

A+
A-

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს სოციალურ გარემოს, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ შვიდი მიმართულებით - ინფორმირებულობა, სტიგმა და სტერეოტიპები, განათლება, დასაქმება, უფლებები და პრივილეგიები, ძირითადი საჭიროებები და სოციალური ინტეგრაცია, და სახელმწიფო პოლიტიკა.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA) 2019-2020 წლებში.

კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით განხორციელდა გაეროს ექვსი სააგენტოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს United Nation’s Fund for Sustainable Development Goals-ის ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით.

სხვა რესურსები

  • “სპეციალური მოსარჩელე” საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში

  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები

  • სპეციალური ანგარიში „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“