შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება

A+
A-

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", პარტნიორ ორგანიზაციებთან "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" ერთად, ახორციელებს პროექტს
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება".

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს. 

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების უნარების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. 

ამასთან, პროექტის ფასილიტაციით იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებსა და და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებას შეეწყოს ხელი.  

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესწავლას და მათი საჭიროებების შეფასებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი ამოცანები:

  • საქართველოს მასშტაბით ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოვლენა 
  • გამოვლენილი ორგანიზაციებიდან არაუმეტეს 10-12 ორგანიზაციის შერჩევა და ორგანიზაციული საჭიროებების სიღრმისეული შეფასება 

კვლევის ფარგლებში დაიფარა შემდეგი საკითხები: ორგანიზაციის ტიპი, ზომა, ადგილმდებარეობა, საქმიანობის ხანგრძლივობა, სამიზნე ჯგუფები, სფერო, ორგანიზაციის მართვა, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილება, ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები და ა.შ.

საკვლევი საკითხების/თემების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებული იყო, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.

რაოდენობრივი კომპონენტის საველე სამუშაოების განხორციელება 2022 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 30 დეკემბერს დასრულდა.

 

 

სხვა რესურსები

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიში

  • შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეფასება

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს შშმ კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა