III გამოფენა-ფორუმი და დაჯილდოების ცერემონიალი

img_3829.jpg2011 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება III გამოფენა-ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ თემაზე.

ღონისძიება დაიწყება ფოტო მასალების გამოფენითა და სოციალური კლიპების, სტატიების, დოკუმენტური ფილმების, ტელე-სიუჟეტების, პროექტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დაცვაზე მიმართული აქტივობების პრეზენტაციებით. მოეწყობა "მრგვალი მაგიდის" ფორმატის დისკუსიები. გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგ ნომინაციებში - შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო:

  • ფოტო;
  • სტატია;
  • ტელე-სიუჟეტი;
  • სოციალური ვიდეო რგოლი;
  • დოკუმენტური ფილმი;
  • სახელმწიფო პროგრამა;
  • ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წლის ინტერესების დამცველი.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ შემდეგ ორგანიზაციებს და პირებს:

  • რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • სათემო ორგანიზაციები;
  • სამთავრობო სტრუქტურები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები;
  • მასმედია;
  • ბიზნეს-სექტორი;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები;
  • სხვა დაინტერესებული პირები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა მოხდება ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის", რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად - "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის".

ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ განაცხადი (იხილეთ დანართი) არაუგვიანეს 2011 წლის 31 მაისისა, "კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ოფისში:

ჩვენი მისამართია: 0154, თბილისი, კედიას ქ. 7
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს | ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს | ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ. +(995 32) 356609, +(995 99) 507071
ვებ-გვერდი: http://www.disability.ge
საკონტაქტო პირი: რატი იონათამიშვილი

 

იხილეთ, თანდართული მასალა


 
desc