შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია

 coalition.yda.jpgშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია მომზადდა ეროვნული სამუშაო ჯგუფის მიერ 2007 წელს და ის მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობისადმი სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკისა და ხედვის ფორმირებას, სახელმწიფო პრიორიტეტების გამოყოფას, თანაბარი პირობების შექმნისაკენ მიმართული სტრატეგიის მიღებასა და მის განხორციელებას.

კონცეფცია ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების 1975 წლის დეკლარაციას და გაეროს 2006 წლის კონვენციას;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს (გაეროს რეზოლუცია 48/96, 1993).

კონცეფცია მოიცავს:

  •   * ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის პრობლემების ანალიზს;

  * ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის მიმართ ერთიან მიდგომას;

  * ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის ძირითად სახელმწიფო პრიორიტეტებს.

კონცეფცია შეიქმნა პროექტის - თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“ ფარგლებში. პარტნიორი - ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), მხარდამჭერი - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

 

გადმოქაჩე