მცირე საგრანტო კონკურსი
ge1.jpgკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების" სახელით აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხების ადვოკატირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის გრანტების მისაღებად.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს (DPO) ან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ პროექტის სამიზნე რეგიონებში: თბილისი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო და გურია. 

ამ კონკურსის უმთავრესი მიზანია, განვითარდეს ადგილობრივი არასამთავრობო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობები, რათა ეფექტურად განახორციელონ პროექტები და რაციონალური ადვოკატირებით უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (PWD) სრული ჩართულობა და თანაბარი შესაძლებლობები.

პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 22 ივლისი, ორშაბათი, არაუგვიანეს 17:00 საათისა. საგრანტო განაცხადი და სხვა საჭირო დანართები უნდა ჩაბარდეს დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე:

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 
კედიას ქ. 7, პირველი სართული 
თბილისი, 
საკონტაქტო პირი: თამარ მაღლაკელიძე 
ტელ: 235 66 09 

ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  |  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
 
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. წარმატებულ კონკურსანტებს დავუკავშირდებით შესაბამის დროს.
 
desc