en_შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის
პროექტის სახელწოდება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის
პროექტის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2015 - 31 ოქტომბერი 2015
დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, DPO-ებისა (შშმ პირთა ორგანიზაციების) და ახალგაზრდების ინფორმირება და გააქტიურება საარჩევნო პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობისათვის მარტვილსა და საგარეჯოში.
სამიზნე რეგიონები: სამიზნე რეგიონებია მარტვილი და საგარეჯო
პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:
ამოცანები:
1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უფლებებზე;
2. საარჩევნო უბნებზე მარტვილსა და საგარეჯოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლად მონაწილეობის მხარდაჭერა;
პროექტის განმავლობაში, ამომრჩეველი სოციალური სატელევიზო რგოლისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, მიიღებენ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილეობის წესებისა და პროცედურების შესახებ, გაეცნობიან საკუთარ უფლებებს და შეეძლებათ მათი დაცვა.