არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს შშმ კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა
A+
A-
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2023 წლის 15 თებერვალს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები გაუგზავნა.
აღნიშნული ალტერნატიული მოხსენება წარმოადგენს პასუხს საქართველოს მიერ კომიტეტში წარდგენილ პირველ ანგარიშზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით.
ანგარიშში მკაფიოდ არის გაჟღერებული საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები. მათ შორის ხაზია გასმული:
- შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე სასწრაფოდ გადასვლის აუცილებლობაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (როგორც ბავშვებისთვის, ისე ზდასრულებისთვის) სერვისების ნაკლებობაზე და დაუყონებლივ შესაბამისი ზომების მიღებაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის არაეფექტურობაზე და უწყებისთვის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფისთვის.
- ანგარიშში ხაზია გასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სკოლამდელ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დაბალ მონაწილეობაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების და მომსახურებების შემქნისა და განვითარების აუცილებლობაზე.
ანგარიში მომზადდა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ინიციატივითა და კოორდინირებით და International Disability Alliance-ს მხარდაჭერით.