შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით გონივრული მისადაგება
ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ქმედითობა უზრუნველყოფს ადამიანების თანაბარ მონაწილეობას სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.
დისკრიმინაციის აღმოფხვრის სხვადასხვა მექანიზმს შორის აღსანიშნავია გონივრული მისადაგება. ეს კონცეფცია ითვალისწინებს კონკრეტული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მისი ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი ბარიერების გაქრობას ან მკვეთრად შემცირებას უზრუნველყოფს. ზოგადი თვალსაზრისით, გონივრული მისადაგება მოქმედებს სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით.
თუმცა, საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილებების შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გონივრული მისადაგების პრინციპის რეალიზებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მიმართებით; ასევე ამ ვალდებულების შესრულებაზე შრომით ურთიერთობებში (რამდენადაც შრომის უფლების განხორციელება ქმნის სოციალური ინკლუზიის საფუძველს და დაკავშირებულია სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობასთან). წინამდებარე კვლევის ფოკუსიც სწორედ შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაა.