2 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საანგარიშო კონფერენცია მიეძღვნა

A+
A-

2 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საანგარიშო კონფერენცია მიეძღვნა.

კონფერენციაზე სამთავრობო, არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საზოგადოებას გააცნეს ბოლო ერთი წლის მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში  და სამომავლო გეგმები. გაიმართა დისკუსია.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და პროექტის ”თანაბარი პირობებს განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ფედერაცია ”გადავარჩინოთ ბავშვებთან” (Save the Children) ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები