პორტატული პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისათვის
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლებოლბების მქონე პირთა ჩართულობის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 12 პორტატული პანდუსის დამზადება უზრუნველყო.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საწარმოში პანდუსების გადაცემას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ცესკოს წარმომადგენელები დაესწრნენ.
პანდუსები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადანაწილდება. პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ გაცემული არგრანტის საფუძველზე პანდუსები კოალიციამ ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ დაამზადა. პროექტი „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“-ს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალი პორტატული პანდუსები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვასა და რეალიზებას ემსახურება.
IFES არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია - ლიდერი არჩევნებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის სფეროში. 1987 წელს მისი დაარსებიდან, IFES მუშაობს 135-ზე მეტ, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.ifes.org