შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

A+
A-

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, - ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თბილისში, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი სოლიდარობის აქცია გამართა, დევიზით "დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევანი".

აქციაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ამომრჩეველს 1-ელ ოქტომბერს აქტივობისაკენ მოუწოდეს.

"ჩვენ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელსაც ფიზიკურ გარემშო გადაადგილების დროს ვაწყდებით, არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო უბნებზე მისვლით ვიღებთ და ნებისმიერ ამომრჩეველს მოვუწოდებთ სამოქალაქო აქტივობისკენ!" – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა რატი იონათამიშვილმა.

სოლიდარობის აქცია თბილისის გარდა საქართველოს კიდევ 5 ქალაქში გაიმართა და მასში მონაწილეობა 40–მა ეტლით მსოარგებლე პირმა და 100–მდე სტუდენტმა, თუ მოხალისემ მიიღო.

სოლიდარობის აქცია "მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით" პროექტის ფარგლებში, ფონდ IFES-სა და ცესკო-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ცესკო-ს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნათია ღვინჯილიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის საარჩევნო საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც საქართველოს მასშტაბით 93 საარჩევნო უბანზე აშენდა პანდუსები და ეტლით მოსარგებლე პირებისათვის დაიდგა ადაპტირებული კაბინები.

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები